№30 ქალაქ კასპისა და კარდენახის სოფლის ზოგიერთ საარჩევნო უბანში კენჭისყრის ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
20/2002
მიმღები ორგანო
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი
2002-06-14
გამოქვეყნების თარიღი
2002-06-21
სარეგისტრაციო კოდი
010.340.000.13.007.005.365
№30 ქალაქ კასპისა და კარდენახის სოფლის ზოგიერთ საარჩევნო უბანში კენჭისყრის ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.13.007.005.365

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო

 კომისიის დადგენილება №20/2002

2002 წლის 14 ივნისი

ქ. თბილისი

№30 ქალაქ კასპისა და კარდენახის სოფლის ზოგიერთ საარჩევნო უბანში კენჭისყრის ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

1. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2002 წლის 10 ივნისის №101/2002 განკარგულების პირველ და 2002 წლის 10 ივნისის №108/2002 მეორე პუნქტებში განკარგულების ის ნაწილები, რომლებიც ეხება განმეორებითი კენჭისყრების ჩატარებას 2002 წლის 16 ივნისს.

2. ზემოჩამოთვლილ საარჩევნო ოლქებში კენჭისყრის ახალ ვადად განისაზღვროს 2002 წლის 23 ივნისი.

კომისიის თავმჯდომარე                  ჯ. ლომინაძე

 

კრებსითი — სრული ვერსია