18.09 ომალოს, 28.34 შატილის, 75.01 აჟარის, 75.02 ჩხალთისა და 75.03 გენწვიშის საარჩევნო ოლქებში ახალი საარჩევნო ვადის განსაზღვრის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
13/2002
მიმღები ორგანო
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი
2002-05-29
გამოქვეყნების თარიღი
2002-06-05
სარეგისტრაციო კოდი
010.340.000.13.007.005.334
18.09 ომალოს, 28.34 შატილის, 75.01 აჟარის, 75.02 ჩხალთისა და 75.03 გენწვიშის საარჩევნო ოლქებში ახალი საარჩევნო ვადის განსაზღვრის შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.13.007.005.334

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო

კომისიის დადგენილება №13/2002

2002 წლის 29 მაისი

 ქ. თბილისი

18.09 ომალოს, 28.34 შატილის, 75.01 აჟარის, 75.02 ჩხალთისა და 75.03 გენწვიშის საარჩევნო ოლქებში ახალი საარჩევნო ვადის განსაზღვრის შესახებ

ამომრჩეველთა არჩევნებში მონაწილეობის უფლების რეალიზაციის უზრუნველყოფის მიზნით, 2002 წლის 2 ივნისს არჩვენების დღეს მოსალოდნელი რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის” 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ” ქვეპუნქტის შესაბამისად,

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

1. 18.09 ომალოს, 28.34 შატილის, 75.01 აჟარის, 75.02 ჩხალთისა და 75.03 გენწვიშის საარჩევნო უბნებში კენჭისყრის დღე განისაზღვროს 2002 წლის 30 მაისიდან 5 ივნისის ჩათვლით, რომელსაც დაადგენენ საარჩევნო ოლქები.

2. ხმების დათვლა მოხდეს ამ დადგენილების პირველი პუნქტით განსაზღვრულ საარჩევნო უბნებში.

კომისიის თავმჯდომარე  ჯ. ლომინაძე

 

კრებსითი — სრული ვერსია