2002 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის და საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის ნაცვლად ხელახალი არჩევნებისას დევნილის მოწმობის გამოყენების წესის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
12/2002
მიმღები ორგანო
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი
2002-05-29
გამოქვეყნების თარიღი
2002-06-05
სარეგისტრაციო კოდი
010.340.000.13.007.005.333
2002 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის და საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის ნაცვლად ხელახალი არჩევნებისას დევნილის მოწმობის გამოყენების წესის შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.13.007.005.333

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო

კომისიის დადგენილება №12/2002

2002 წლის 29 მაისი

ქ. თბილისი

2002 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის და საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის ნაცვლად ხელახალი არჩევნებისას დევნილის მოწმობის გამოყენების წესის შესახებ

2002 წლის 2 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობისა და საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის ნაცვლად ხელახალი არჩევნებისას დევნილთა მონაწილეობის უზრუნველსაყოფად საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის” 29-ე მუხლის 1 პუნქტის „ა” და „ე” ქვეპუნქტის შესაბამისად,

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

2002 წლის 2 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობისა და საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის ნაცვლად ხელახალი არჩევნებისას, საარჩევნო ბიულეტენის მისაღებად დევნილი წარუდგენს საუბნო სარჩევნო კომისიის დევნილის მოწმობასთან ერთად პირადობის დამადასტურებელ მოწმობას.

ჯ. ლომინაძე

 

კრებსითი — სრული ვერსია