საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან არსებული სამართალშემოქმედებითი საქმიანობის სრულყოფის ხელშემწყობი სახელმწიფო კომისიის სამდივნოს შექმნის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
404
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2002-05-29
გამოქვეყნების თარიღი
2002-05-31
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.11.106.005.315
საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან არსებული სამართალშემოქმედებითი საქმიანობის სრულყოფის ხელშემწყობი სახელმწიფო კომისიის სამდივნოს შექმნის შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.11.106.005.315

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

 ბრძანება №404

2002 წლის 29 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის სამინიტროსთან არსებული სამართალშემოქმედებითი საქმიანობის სრულყოფის ხელშემწყობი სახელმწიფო კომისიის სამდივნოს შექმნის შესახებ

,,სამართალშემოქმედებითი საქმიანობის შემდგომი განვითარებისა და სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 17 მაისის №241 ბრძანებულების მე-7 და მე-8 მუხლების შესაბამისად, სამართალშემოქმედებითი საქმიანობის სრულყოფის ხელშემწყობი სახელმწიფო კომისიის (ტექსტში შემდგომ – კომისიის) მუშაობის ორგანიზაციულ-ტექნიკური და საინფორმაციო-ანალიტიკური საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით, ვბრძანებ:

1. შეიქმნას სამართალშემოქმედებითი საქმიანობის სრულყოფის ხელშემწყობი სახელმწიფო კომისიის სამდივნო (ტექსტში შემდგომ – სამდივნო) შემდეგი შემადგენლობით:

ა) გია გოგიბერიძე – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პარლამენტთან ურთიერთობის და სამართალშემოქმედების დეპარტამენტის უფროსი, სამდივნოს უფროსი;

ბ) თეა ლეკვეიშვილი – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პარლამენტთან ურთიერთობის და სამართალშემოქმედების დეპარტამენტის მრჩეველი;

გ) ლალი დევიძე – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მთავარი კანცელარიის მრჩეველი.

2. სამდივნოს ფუნქციებად განისაზღვროს:

ა) კომისიის სხდომის ორგანიზება;

ბ) კომისიის წევრთა ინფორმირება მომზადებული საკანონმდებლო აქტების პროექტების თაობაზე;

გ) კომისიის წევრებისათვის კანონპროექტებისა და სხვა მასალების დროული და სრული მიწოდება;

დ) მომზადებული კანონპროექტების თაობაზე ანალიტიკური მასალის მოძიება და კომისიის წევრებისათვის მიწოდება;

ე) კომისიის სხდომის ოქმის წარმოება.

3. სამდივნოს საქმიანობის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა განახორციელოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკურმა დეპარტამენტმა (მ. ხულორდავა).

4. ეს ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

რ. გილიგაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია