სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.150.000.11.115.005.314
საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის
ბრძანება №47
2002 წლის 24 მაისი
ქ. თბილსი
საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2001 წლის 28 დეკემბრის №111 ბრძანებაში „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ” ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2001 წლის 28 დეკემბრის №111 ბრძანებით დამტკიცებულ “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის დებულებაში” შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მეოთხე მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვა „ოთხი” შეიცვალოს სიტყვით “ხუთი”.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. ადეიშვილი