(ძალადაკარგულია - 25.03.2020, №01-33/ნ)
[ამ ბრძანების პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი და №6 დანართი ამოქმედდეს 2022 წლის 1 იანვრიდან]
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრის ბრძანება № 141/ნ
2002 წლის 3 მაისი
ქ. თბილისი
სამკურნალო საშუალებების ხარისხის უზრუნველყოფის რეგლამენტაციის შესახებ
„წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „კ “ ქვეპუნქტის, მე-16 მუხლის მე-4 პუნქტისა და 23-ე მუხლის შესრულების მიზნით, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს:
ა) „წამლის ხარისხის კონტროლის ლაბორატორიის ფუნქციონირების რეგლამენტი“ (დანართი № 1);
ბ) „ინსტრუქცია სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის შესახებ“ (დანართი № 2);
გ) „ინსტრუქცია ფარმაცევტულ დაწესებულებებში სამკურნალო საშუალებების სინჯის აღების შესახებ“ (დანართი № 3);
დ) „ხარისხის სერტიფიკატის“ ფორმა (დანართი № 4);
ე) „სინჯის ამოღების აქტის“ ფორმა (დანართი № 5);
ვ) „სამკურნალო საშუალებების წარმოების რეგლამენტის შემუშავებისა და დამტკიცების წესი“ (დანართი № 6); [ ( ძალადაკარგულია 2022 წლის 1 იანვრიდან - 25.03.2020, № 01-33/ ნ ) ]
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 25 მარტის ბრძანება №01-33/ნ - ვებგვერდი, 25.03.2020 წ.
2. ადგილობრივი ფარმაცევტული წარმოებების ლაბორატორიებს სათანადო ტექნიკური კომპეტენტურობისას მიეცეთ უფლება საკუთარ პროდუქციაზე ხარისხის სერტიფიკატის გაცემისა .
3. წამლის ხარისხის კონტროლის ლაბორატორიების ლიცენზირება განხორციელდეს „წამლის ხარისხის კონტროლის ლაბორატორიის ფუნქციონირების რეგლამენტის“ შესაბამისად.
4. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის მოადგილეს ი. კალანდაძეს.
5. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნების დღიდან.
ა. გამყრელიძე