იმ დაავადებათა სიის დამტკიცების შესახებ, რომელთა არსებობის შემთხვევაში მშვილებელს არა აქვს ბავშვის შვილად აყვანის, ხოლო აღმზრდელებს მიმღები ოჯახის შექმნის უფლება

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
101/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2002-04-11
გამოქვეყნების თარიღი
2010-02-26
სარეგისტრაციო კოდი
470.230.000.11.119.005.239
იმ დაავადებათა სიის დამტკიცების შესახებ, რომელთა არსებობის შემთხვევაში მშვილებელს არა აქვს ბავშვის შვილად აყვანის, ხოლო აღმზრდელებს მიმღები ოჯახის შექმნის უფლება

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.005.239

სა­ქარ­თვე­ლოს შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის

მი­ნის­ტრის ბრძა­ნე­ბა №101/ნ

2002 წლის 11 აპრილი

ქ. თბილისი

იმ დაავადებათა სიის დამტკიცების შესახებ, რომელთა არსებობის შემთხვევაში მშვილებელს არა აქვს ბავშვის შვილად აყვანის, ხოლო აღმზრდელებს – მიმღები ოჯახის შექმნის უფლება

,,შვილად აყვანის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 14-ე მუხლის მეორე პუნქტის, ,,ობოლ და მშობელთა მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა შვილობილად აყვანის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს იმ დაავადებათა სია, რომელთა არსებობის შემთხვევაში მშვილებელს არა აქვს ბავშვის შვილად აყვანის, ხოლო აღმზრდელებს – მიმღები ოჯახის შექმნის უფლება (დანართი).

2. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნების დღიდან.

ა. გამყრელიძე

 

შეტანილი ცვლილებები:

1. ძალადაკარგულია - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის ბრძანება №50/ნ-სსმIII, №23, 26.02.2010წ., მუხ.311

დანართი

იმ დაავადებათა სია, რომელთა არსებობის შემთხვევაში მშვილებელს არა აქვს ბავშვის შვილად აყვანის, ხოლო აღმზრდელებს – მიმღები ოჯახის შექმნის უფლება:

1. ტუბერკულოზი (აქტიური და ქრონიკული) ნებისმიერი ლოკალიზაციის;

2. შინაგანი ორგანოების დაავადებები დეკომპენსაციის სტადიაში;

3. ნერვული სისტემის, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მყარი, მნიშვნელოვნად გამოხატული დაავადებები და დაზიანებები, რაც იწვევს მოძრაობისა და კოორდინაციის მნიშვნელოვან დარღვევას;

4. ნებისმიერი ლოკალიზაციის ავთვისებიანი, ონკოლოგიური დაავადებები;

5. ნარკომანია, ტოქსიკომანია, ალკოჰოლიზმი;

6. ინფექციური დაავადებები მათი დისპანსერული აღრიცხვიდან მოხსნამდე;

7. ფსიქიკური დაავადებები, რომლის დროსაც ავადმყოფი, არსებული წესების გათვალისწინებით მიჩნეულია ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად;

8. ყველა დაავადება და ტრავმა, რომელმაც გამოიწვია I და II ჯგუფის ინვალიდობა მყარი შრომისუუნარობით.

კრებსითი — სრული ვერსია