“საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 6 დეკემბრის №464 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
159
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2002-03-18
გამოქვეყნების თარიღი
2002-03-20
სარეგისტრაციო კოდი
100.020.010.11.106.005.193
“საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 6 დეკემბრის №464 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ”

სახელმწიფო  სარეგისტრაციო კოდი 100.020.010.11.106.005.193

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №159

2002 წლის 18 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 6 დეკემბრის №464 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:

1. „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 6 დეკემბრის №464 ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

დებულების მე-6 მუხლში:

ა) პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს შემდეგი შინაარსის სიტყვები:

„უზრუნველყოფს სწრაფი რეაგირების სპეციალური დანიშნულების სამსახურის ეფექტურ გამოყენებას. წარმართავს სპეციალური განყოფილების მუშაობას”;

ბ) მე-3 პუქტის ბოლოს დაემატოს შემდეგი შინაარსის სიტყვები: „წარმართავს სპეციალური განყოფილების მუშაობას”.

2. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

რ. გილიგაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია