“ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის დებულებაში ცვლილების შეტანისა და სახაზინო სამსახურის ცენტრალური აპარატის მოხელეთა ატესტაციის შესახებ”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
49
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2002-03-11
გამოქვეყნების თარიღი
2002-03-14
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.11.117.005.185
“ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის დებულებაში ცვლილების შეტანისა და სახაზინო სამსახურის ცენტრალური აპარატის მოხელეთა ატესტაციის შესახებ”

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.11.117.005.185

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №49

2002 წლის 11 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის დებულებაში ცვლილების შეტანისა და  სახაზინო სამსახურის ცენტრალური აპარატის მოხელეთა  ატესტაციის შესახებ

„საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 81-87 მუხლების, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო სახაზინო სამსახურის რეორგანიზაციისა და მუშაობის გაუმჯობესების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 12 დეკემბრის №523 ბრძანებულების, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის ცენტრალური აპარატის მოხელეთა საატესტაციო და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2001 წლის 28 თებერვლის №32 ბრძანების შესაბამისად, ვბრძანებ:

1. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის დებულების დამტკიცებისა და სტრუქტურული რეორგანიზაციის შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2000 წლის 29 დეკემბრის №122 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის დებულების მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის „ე” ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „სამართლებრივი უზრუნველყოფისა და”.

2. სახაზინო სამსახურის ცენტრალური აპარატის მოხელეებისათვის მიმდინარე წლის მარტის თვეში ჩატარებულ იქნეს ატესტაცია, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2001 წლის 28 თებერვლის №32 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის ცენტრალური აპარატის მოხელეთა საატესტაციო და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნათა პროგრამების” შესაბამისად.

3. სახაზინო სამსახურის მოხელეთა ატესტაციის ჩატარება დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიას.

4. კონტროლი ამ ბრძანების შესრულებაზე დაევალოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეს ბატონ ლევან ჭიჭინაძეს.

ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია