სამინისტროში დისციპლინის ამაღლებისა და პასუხისმგებლობის გამკაცრების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
8
მიმღები ორგანო
საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი
მიღების თარიღი
2002-02-19
გამოქვეყნების თარიღი
2002-02-26
სარეგისტრაციო კოდი
130.070.000.11.111.005.165
სამინისტროში დისციპლინის ამაღლებისა და პასუხისმგებლობის გამკაცრების თაობაზე

სახელმწიფო სარეგიტრაციო კოდი 130.070.000.11.111.005.165

საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის

ბრძანება №8

2002 წლის 19 თებერვალი

ქ. თბილისი

სამინისტროში დისციპლინის ამაღლებისა და პასუხისმგებლობის გამკაცრების თაობაზე

„სახელმწიფო უშიშროების სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-8 პუნქტის (პარლამენტის უწყებანი №11-12, 14.03.1998, ცვლილება 2001.10.26, №1129-Iს) საფუძველზე, ვბრძანებ:

1. სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეები მინისტრის ბრძანებით შეიძლება გადაყენებულ იქნენ თანამდებობიდან კადრების სამმართველოს განკარგულებაში გადაყვანით:

ა) დისციპლინური სამართალდარღვევისათვის სამსახურებრივი მოკვლევის დასრულებამდე და არა უმეტეს 2 თვისა;

ბ) სამსახურებრივი მოვალეობის არაეფექტური და არაჯეროვანი შესრულებისათვის სათანადო ინსპექტირების ან სამსახურებრივი მოკვლევის დასრულებამდე და არა უმეტეს 2 თვის;

გ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის შესაბამისი სამართალწარმოების დასრულებამდე;

დ) სისხლის სამართლის სამართალდარღვევისათვის შესაბამისი სამართალწარმოების დასრულებამდე.

2. ზემოხსენებული ფაქტების თაობაზე სამინისტროს სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელებმა დაუყოვნებლივ მომახსენონ პატაკით.

3. ბრძანება გაეცნოს სამინისტროს პირად შემადგენლობას.

ვ. ხაბურძანია

კრებსითი — სრული ვერსია