საქართველოს საფოსტო მარკების მიმოქცევაში გაშვების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
17
მიმღები ორგანო
საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი
მიღების თარიღი
2002-02-08
გამოქვეყნების თარიღი
2002-02-14
სარეგისტრაციო კოდი
310.150.000.11.115.005.152
საქართველოს საფოსტო მარკების მიმოქცევაში გაშვების შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.150.000.11.115.005.152

საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის

ბრძანება № 17

2002 წლის 8 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს საფოსტო მარკების მიმოქცევაში გაშვების შესახებ

„ კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის და საქართველოს პრეზიდენტის 2002 წ. 4 იანვრის № 1 ბრძანებულებით დამტკიცებული „ საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს დებულებისა და სტრუქტურის შესახებ“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. 2002 წ. 11 თებერვლიდან დადგენილი და გაშვებული იქნას მიმოქცევაში, შემდეგი ნიმუშების საქართველოს საფოსტო მარკები:

ა) დეფინიტური, „ კიდევაც დაიზრდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი“ – 1 მარკა, ავტორი ბ. ქობლიანიძე; ბეჭდვა ოფსეტური; მრავალფეროვანი; ზომა 21X32 მმ; ნომინალური ღირებულება 100 თეთრი; ტირაჟი 100 ათს. ცალი, ფურცელში 20 მარკა (4X5).

 

მარკა № 292

ნომინალი 100 თეთრი

             

ბ) დეფინიტური, „ ქართული ორნამენტი“ – 1 მარკა, ავტორი ბ. ქობლიანიძე; ბეჭდვა ოფსეტური; მრავალფეროვანი; ზომა 24X24,5 მმ; ნომინალური ღირებულება 5,0 ლარი; ტირაჟი 100 ათს. ცალი, ფურცელში 20 მარკა (4X5).

 

მარკა № 293

ნომინალი 5,0 ლარი

 

გ ) „ საქართველოს ნავსადგურები“   – 1 ფურცელი 6 მარკით; ავტორი ბ. ქობლიანიძე; ბეჭდვა ოფსეტური; მრავალფეროვანი; ფურცლის ზომა 102X156 მმ; მარკის ზომები 42X28 მმ; თითოეული მარკის ნომინალური ღირებულება 30 თ; თითოეული მარკის ტირაჟი 20 ათს. ცალი; მარკების № 297-302, ნომრები აითვლება მარცხიდან მარჯვნივ.

 

 

 

 

დ ) „ ნაციონალური ბალეტი“ 3 მარკა (სუხიშვილი, რამიშვილი) ავტორი ბ. ქობლიანიძე; ბეჭდვა ოფსეტური; მრავალფეროვანი; თითოეული მარკის ზომა 29X42 მმ; თითოეული მარკის ტირაჟი 25 ათს. ცალი; ფურცელში 20 მარკა (4X5).

 

 

2. ბრძანება ძალაში შედის გამოქვეყნების დღიდან.

                                                                                                                                        მ. ადეიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია