ზოგიერთი საარჩევნო დოკუმენტაციის ფორმის დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
4/2002
მიმღები ორგანო
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი
2002-05-01
გამოქვეყნების თარიღი
2002-05-15
სარეგისტრაციო კოდი
010.340.000.13.007.005.271
ზოგიერთი საარჩევნო დოკუმენტაციის ფორმის დამტკიცების შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.340.000.13.007.005.271

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო

კომისიის დადგენილება N4/2002

2002 წლის 1 მაისი

ქ. თბილისი

ზოგიერთ საარჩევნო დოკუმენტაციის ფორმის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 29-ე მუხლის მე – 2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

I. დამტკიცდეს საარჩევნო დოკუმენტაციის შემდეგი ფორმები თანდართული ნიმუშების მიხედვით:

1. ცნობა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პარტიული სიის წარდგენის შესახებ.

2. ცნობა საარჩევნო კომისიაში განცხადების (საჩივრის) წარდგენის შესახებ.

3. საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების მიღება-ჩაბრების აქტი.

4. გამჭვირვალე საარჩევნო ყუთი. (ძირითადი)

5. გამჭვირვალე საარჩევნო ყუთი. (გადასატანი)

6. პარტიული სია.

7. ამომრჩევლის ბარათი.

8. კომისიის წევრის მოწმობა.

I. გაუქმდეს საარჩევნო დოკუმენტაციის შემდეგი ფორმები:

1. პარტიული სია (ფორმა № 8/2002)

2. კომისიის წევრის მოწმობა ფორმა (№ 32/2000)

3. ამომრჩევლის ბარათი (ფორმა № 14/2001)

კომისიის თავმჯდომარე  ჯ. ლომინაძე

 

[არჩევნების დასახელება] – წელი                                    

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია