სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.020.000.11.106.005.144.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №47
2002 წლის 5 თებერვალი
ქ. თბილისი
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში საზოგადოებრივი კონტროლის დამოუკიდებელი საბჭოს წევრთა შესვლის წესის“ შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 8 იანვრის №16 ბრძანების ძალადაკარგულად ცნობის შესახებ
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პენიტენციარული სისტემის საზოგადოებრივი კონტროლის დამოუკიდებელი საბჭოს შექმნის შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 30 იანვრის №34 ბრძანების გამოცემასთან დაკავშირებით, რომლითაც დარეგულირდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტსა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პენიტენციარული სისტემის საზოგადოებრივი კონტროლის დამოუკიდებელი საბჭოს წევრთა შესვლასთან დაკავშირებული საკითხები, ვბრძანებ:
1. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში საზოგადოებრივი კონტროლის დამოუკიდებელი საბჭოს წევრთა შესვლის წესის” შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 8 იანვრის №16 ბრძანება.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
რ. გილიგაშვილი