საქართველოს საფოსტო მარკების მიმოქცევაში გაშვების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
22
მიმღები ორგანო
საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი
მიღების თარიღი
2002-03-19
გამოქვეყნების თარიღი
2002-03-20
სარეგისტრაციო კოდი
310.150.000.11.115.005.200
საქართველოს საფოსტო მარკების მიმოქცევაში გაშვების შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.150.000.11.115.005.200

საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის

ბრძანება №22

2002 წლის 19 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს საფოსტო მარკების მიმოქცევაში გაშვების შესახებ

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის და „საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს დებულებისა და სტრუქტურის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2002წ. 4 იანვრის №1 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „თ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. 2002 წ. 22 მარტიდან დადგენილი და გაშვებული იქნას მიმოქცევაში, შემდეგი ნიმუშების საქართველოს საფოსტო მარკები:

ა) „თბილისის ცირკი” – 1 მარკა, ავტორი ბ.ქობლიანიძე; ბეჭდვა ოფსეტური; მრავალფეროვანი; ზომა 28X43მმ; ნომინალური ღირებულება 80 თეთრი; ტირაჟი 100 ათს. ცალი, აქედან 50 ათს. ბუკლეტების (სასუვენირო ფურცლის) სახით. ბუკლეტში 2 მარკა.

ბ) „ქართული ცირკი” – 1 მარკა, ავტორი ბ.ქობლიანიძე; ბეჭდვა ოფსეტური; მრავალფეროვანი; ზომა 28X43მმ; ნომინალური ღირებულება 40 თეთრი; ტირაჟი 100 ათს. ცალი, აქედან 50 ათს. ბუკლეტების (სასუვენირო ფურცლის) სახით. ბუკლეტში 2 მარკა.

 

მარკა №303

ნომინალი 80 თეთრი

მარკა №304

ნომინალი 40 თეთრი

 

 

 

 

ბუკლეტი (სასუვენირო ფურცელი)

 

 

2. ბრძანება ძალაში შედის გამოქვეყნების დღიდან.

მ. ადეიშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია