“საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 2 მარტის №85 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
27
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2002-01-23
გამოქვეყნების თარიღი
2002-01-25
სარეგისტრაციო კოდი
010.320.080.11.106.005.132
“საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 2 მარტის №85 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.080.11.106.005.132

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №27

2002 წლის 23 იანვარი

ქ. თბილისი

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 2 მარტის №85 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:

1. „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 2 მარტის №85 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. დეპარტამენტის შემადგენლობაშია:

ა) სასჯელაღსრულების დაწესებულებების სამედიცინო სამსახურები;

ბ) სტომატოლოგიური კაბინეტი;

გ) თერაპიული კაბინეტი;

დ) ექიმ-ექსპერტთა ჯგუფი.”.

2. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

რ. გილიგაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია