სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 320.110.000.11.115.005.128
საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის
ბრძანება №7
2002 წლის 17 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს საფოსტო მარკების მიმოქცევაში გაშვების შესახებ
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის, საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის ივნისის №279 ბრძანებულებით დამტკიცებული, “საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს დებულების” მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „თ” ქვეპუნქტის და საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის მინისტრის 1999 წლის 24 მარტის №01/27 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს საფოსტო საგადასახადო ნიშნების შესახებ დებულების” 1-ლი მუხლის „დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. 2002 წლის 22 იანვრიდან დადგენილი და გაშვებულ იქნეს მიმოქცევაში, შემდეგი ნიმუშის საქართველოს საფოსტო მარკები:
ა) საქართველო-უკრაინის ერთობლივი 2 საფოსტო მარკა, აკაკი წერეთლის და ტარას შევჩენკოს გამოსახულებებით. მხატვარი ვ. ვასილენკო; მხატვრული გაფორმება ბ. ქობლიანიძის: ბეჭდვა ოფსეტური; მრავალფეროვანი; ზომა 28X40მმ; თითოეული მარკის ნომინალური ღირებულება 50 თეთრი, თითოეული მარკის ტირაჟი 30 ათასი.
2. ბრძანება ძალაში შედის გამოქვეყნების დღიდან.
|
| |
| მარკა №290 „აკაკი წერეთელი” | მარკა №291 „ტარას შევჩენკო” |
გ.ნიჟარაძე
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი