სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.010.000.11.104.005.039
საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის
ბრძანება №146
2001 წლის 1 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ეკონომიკის მინისტრის 1999 წლის 4 აგვისტოს №54 და 1999 წლის 2 დეკემბრის №84 ბრძანებების გაუქმების შესახებ
1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონების შესაბამისად, ძალადაკარგულად ჩითვალოს საქართველოს ეკონომიკის მინისტრის შემდეგი ბრძანებები:
ა) 1999 წლის 4 აგვისტოს №54 ბრძანება „სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ”;
ბ) 1999 წლის 2 დეკემბრის №84 ბრძანება „სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით სახელმწიფო შესყიდვების ტენდერის საშუალებით განხორციელებისას სატენდერო მოსაკრებლის გადახდისა და დაბრუნების წესის შესახებ” დროებითი დებულების დამტკიცების თაობაზე”.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი. ჩხარტიშვილი