“საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ზღვრული ტარიფების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2001 წლის 22 მაისის №5 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
7
მიმღები ორგანო
საქართველოს კავშირგაბმულობის ეროვნული კომისია
მიღების თარიღი
2001-10-19
გამოქვეყნების თარიღი
2001-11-02
სარეგისტრაციო კოდი
320.060.000.15.012.005.025
“საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ზღვრული ტარიფების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2001 წლის 22 მაისის №5 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე”

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 320.060.000.15.012.005.025

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული

კომისიის დადგენილება №7

2001 წლის 19 ოქტომბერი

ქ.თბილისი

„საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ზღვრული ტარიფების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2001 წლის 22 მაისის №5 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოდან გამავალ საერთაშორისო გამოძახებებზე ტარიფების მოწესრიგების მიზნით, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-20, 27-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 46-ე და 47-ე მუხლების, 55-ე მუხლის მე-6 პუნქტის და „ფასებისა და ფასწარმოქმნის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 და მე-7 მუხლების შესაბამისად, კომისიამ დაადგინა:

1. „საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ზღვრული ტარიფების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2001 წლის 22 მაისის №5 დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. გადახდის წინასწარი ფორმისა და ყოველი დაკავშირებისას მომხმარებლის მიერ აკრეფის რთული ფორმის გამოყენებით (ქვეყნის კოდის აკრეფამდე არანაკლებ ათი ციფრის აკრეფა) საქართველოდან გამავალი საერთაშორისო გამოძახებების განხორციელებისას ამ დადგენილებით განსაზღვრული საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების ქვედა ზღვრული ტარიფები მცირდება 30%-ით.”

2. დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე      ვ. აბაშიძე

კრებსითი — სრული ვერსია