“საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 1 აგვისტოს №289 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
378
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2001-10-17
გამოქვეყნების თარიღი
2001-10-18
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.11.106.005.015
“საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 1 აგვისტოს №289 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე”

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.11.106.005.015

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №378

2001 წლის 17 ოქტომბერი

ქ. თბილისი

”საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 1 აგვისტოს №289 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

”ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს 1996 წლის 29 ოქტომბრის კანონის 36-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ”საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის პირველი აგვისტოს №289 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

ა) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 6. ცენტრის დირექტორის მოადგილეები

1. ცენტრის დირექტორს ჰყავს ორი მოადგილე, რომელთაც ცენტრის დირექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. დირექტორის მოადგილეების უფლებამოსილება განისაზღვრება დირექტორის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით, თუ მინისტრის ბრძანებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

3. დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე ხელმძღვანელობას და კოორდინაციას უწევს ცენტრს დირექტორის არყოფნისას, მათ შორის, დოკუმენტებზე ხელმოწერის უფლებით.

4. დირექტორის მოადგილეები ხელმძღვანელობენ ცენტრის საქმიანობას დირექტორის მიერ განსაზღვრულ სფეროში, ახდენენ შესაბამისი დოკუმენტების ვიზირებას.

ბ) მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი:

„2. ცენტრის თანამდებობის პირებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი ცენტრის დირექტორის წარდგინებით.”.

2. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

რ. გილიგაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია