“სინჯის აღმნიშვნელი ყალბი დამღების ან მისი ანაბეჭდის გამოვლინების და შემდგომი რეაგირების წესების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 1999 წლის 6 სექტემბრის №195 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
213
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2001-09-18
გამოქვეყნების თარიღი
2001-09-25
სარეგისტრაციო კოდი
300.140.000.11.117.004.975
“სინჯის აღმნიშვნელი ყალბი დამღების ან მისი ანაბეჭდის გამოვლინების და შემდგომი რეაგირების წესების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 1999 წლის 6 სექტემბრის №195 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ”

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.140.000.11.117.004.975

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №213

2001 წლის 18 სექტემბერი

ქ. თბილისი

„სინჯის აღმნიშვნელი ყალბი დამღების ან მისი ანაბეჭდის გამოვლინების და შემდგომი რეაგირების წესების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 1999 წლის 6 სექტემბრის №195 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების სახელმწიფო კონტროლის, ანალიზისა და დადამღვის შესახებ” 1998 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. ,,სინჯის აღმნიშვნელი ყალბი დამღების ან მისი ანაბეჭდის გამოვლინების და შემდგომი რეაგირების წესების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 1999 წლის 6 სექტემბრის №195 ბრძანების  მთელ ტექსტში სიტყვები: ,,სასინჯი ზედამხედველობის ინსპექცია” შეიცვალოს სიტყვებით ,,ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების ზედამხედველობის დეპარტამენტი”, ხოლო სიტყვა ,,ინსპექცია”–სიტყვით ,,დეპარტამენტი”.

2.    ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია