“საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის დებულების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 18 იანვრის №25 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
359
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2001-09-18
გამოქვეყნების თარიღი
2001-09-25
სარეგისტრაციო კოდი
010.240.020.11.106.004.968
“საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის დებულების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 18 იანვრის №25 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ”

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი  010.240.020.11.106.004.968

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №359

2001 წლის 18 სექტემბერი

ქ. თბილისი

 „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის დებულების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 18 იანვრის №25 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:

1. „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის დებულების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 18 იანვრის №25 ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) ამოღებულ იქნას ბრძანების მე-2 პუნქტი;

ბ) ბრძანების მე-3 პუნქტში და ბრძანებით დამტკიცებულ № 3 დანართის სათაურსა და ტექსტში სიტყვები „საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა შრომითი რეაბილიტაციის სამმართველოს” შეიცვალოს სიტყვებით „სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საერთო სამსახურის მსჯავრდებულთა შრომითი რეაბილიტაციის განყოფილების”;

გ) ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის დებულების 32-ე პუნქტიდან ამოღებულ იქნას „ე” ქვეპუნქტი.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია