,,საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
4
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2009-01-30
გამოქვეყნების თარიღი
2009-01-30
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
,,საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №4

2009 წლის 30 იანვარი

ქ. თბილისი

„საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით (სსმ III, 2004 წ., №99, მუხლი 849) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-5 მუხლიდან ამოღებული იქნეს „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები.

2. მე-6 მუხლიდან ამოღებული იქნეს „თ“ ქვეპუნქტი.       

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს 2009 წლის 1 თებერვლიდან.

პირველი ვიცე-პრემიერის

მოვალეობის შემსრულებელი ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია