“სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 14 ნოემბრის №315 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში დამატების შეტანის თაობაზე”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
288
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2001-07-31
გამოქვეყნების თარიღი
2001-08-03
სარეგისტრაციო კოდი
100.020.010.11.106.004.873
“სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 14 ნოემბრის №315 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში დამატების შეტანის თაობაზე”

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.020.010.11.106.004.871

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №288

2001 წლის 31 ივლისი

ქ. თბილისი

„სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 14 ნოემბრის №315 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში დამატების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს 1996 წლის 29 ოქტომბრის კანონის 36-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:

„სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 14 ნოემბრის №315 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 131 მუხლი:

     „მუხლი 131. დეპარტამენტის სიმბოლიკა

დეპარტამენტს აქვს მრგვალი, 50-მილიმეტრიანი დიამეტრის ბეჭედი, რომლის ცენტრში გამოსახულია სახელმწიფო გერბი. რგოლის ზედა მხარეს განთავსებულია წარწერა: „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტი” და შესაბამისი თარგმანი რუსულ და ინგლისურ ენებზე”.

ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია