სს „აზოტისათვის” ელექტროენერგიის მიწოდების და ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ტარიფების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
7
მიმღები ორგანო
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი
2001-07-18
გამოქვეყნების თარიღი
2003-04-22
სარეგისტრაციო კოდი
300.280.000.14.011.004.872
სს „აზოტისათვის” ელექტროენერგიის მიწოდების და ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ტარიფების შესახებ
 

საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული

კომისიის (სემეკ) დადგენილება №7

2001 წლის 18 ივლისი

ქ. თბილისი

 

სს „აზოტისათვის“ ელექტროენერგიის მიწოდების და ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ტარიფების შესახებ

სს „აზოტს“, როგორც სტრატეგიული დანიშნულების ობიექტს, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ქვეყნის ინდუსტრიული და საექსპორტო შესაძლებლობების გაზრდის, შრომითი რესურსების დასაქმების, აგრარული სექტორის აუცილებელი მინერალური სასუქებით უზრუნველყოფის საქმეში.

სს „აზოტის“ მუშაობისათვის ხელშემწყობი პირობების შექმნის და მიწოდებული ენერგიაშემცველების ღირებულების გარანტირებული ანაზღაურების მიზნით, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის და სს „აზოტის“ განაცხადების საფუძველზე, საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს, კომპანია „იტერას“, საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარს, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიასა და სს „აზოტს“ შორის 2001 წლის 15 მაისის შეთანხმება-ოქმის (შემდგომში „შეთანხმება“) და სახელმწიფოს მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკიდან გამომდინარე, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სემეკი ადგენს:

1. (ძალადაკარგულია - 22.04.2003, №5).

საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2003 წლის 22 აპრილის დადგენილება №5 - სსმ III, №40, 06.05.2003წ., მუხ.351

2. (ძალადაკარგულია - 22.04.2003, №5).

საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2003 წლის 22 აპრილის დადგენილება №5 - სსმ III, №40, 06.05.2003წ., მუხ.351

3. სს „აზოტისათვის“ კომპანია „სს „საქგაზის“ მიერ მიწოდებული ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების საფასური გაზის ტრანსპორტირების კომპანიისათვის გადახდილი იქნეს ნატურით, ტრანსპორტირებული ბუნებრივი გაზის მოცულობის 10%-ის ოდენობის გაზით, კომპანია „იტერას“ მიერ.

საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2002 წლის 4 თებერვლის დადგენილება №1 - სსმ III, №15, 14.02.2002წ., მუხ.106

4. დადგენილება მოქმედებაში შედის გამოქვეყნებისთანავე და ძალაშია 2003 წლის 1 აგვისტომდე.

 

თავმჯდომარე                                                                                                       ელ. ერისთავი.


კრებსითი — სრული ვერსია