სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 330.130.000.11.116.004.857
საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის
მინისტრის ბრძანება № 46
2001 წლის 11 ივლისი
ქ. თბილისი
„ საქართველოს დამსახურებული მშენებლის“ და „ საქართველოს დამსახურებული არქიტექტორის“ წოდებათა მინიჭების კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ
„ სამშენებლო საქმიანობის შესახებ “ საქართველოს კანონის მე -11 მუხლის პირველი პუნქტისა და მე -15 მუხლის , საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 12 თებერვლის №50 ბრძანებულებით დამტკიცებული „ საქართველოს დამსახურებული მშენებლისა “ და „ საქართველოს დამსახურებული არქიტექტორის “ წოდებათა მინიჭებისა და სპეციალური სამკერდე ნიშნებით დაჯილდოების “ დებულების მე -2 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად ვბრძანებ :
დამტკიცდეს „ საქართველოს დამსახურებული მშენებლის “ და „ საქართველოს დამსახურებული არქიტექტორის “ წოდებათა მინიჭების კომისიის შემადგენლობა და დებულება .
მ. ჩხენკელი
,,საქართველოს დამსახურებული მშენებლის” და ,,საქართველოს დამსახურებული არქიტექტორის წოდებათა მიმნიჭებელი კომისიის შემადგენლობა
მერაბ ნიკოლაიშვილი – ინჟინერ - მშენებელი , საერთაშორისო ეკოლოგიისა და ბუნებათსარგებლობის აკადემიის წევრ - კორესპონდენტი , საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი , საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის პირველი მოადგილე , კომისიის თავმჯდომარე
დავით აბულაძე – არქიტექტორი , საქართველოს არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარე
გიგა ბათიაშვილი – არქიტექტორი , საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი , აკადემიკოსი , ქ . თბილისის საკრებულოს წევრი
რობიზონ გვენეტაძე – სამთო - ინჟინერი , შპს ,, მეტრომშენის ” უფროსი
ლევან გოგიჩაიშვილი – ინჟინერ – მშენებელი , საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის მოადგილე – აჭარის ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრი
გულნარა დემურია – ფილოლოგი , ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს საბჭოს მდივანი , კომისიის პასუხისმგებელი მდივანი
ლერი მეძმარიაშვილი – არქიტექტორი , საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი , საინჟინრო აკადემიის წევრ – კორესპონდენტი , საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი , საქართველოს ძეგლთა დაცვის მთავარი სამმართველოს უფროსი
ბაკურ მირიანაშვილი – ინჟინერ - კონსტრუქტორი , სს ,, საქქალაქმშენპროექტის ” დირექტორი
როლანდ მიქაუტაძე – ინჟინერ - მშენებელი , საქართველოს დამსახურებული ინჟინერი , არქიტექტორთა კავშირის წევრი , საინჟინრო აკადემიის წევრ - კორესპონდენტი , აფხაზეთის ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტის თავმჯდომარე
ზურაბ ნემსაძე – არქიტექტორი , საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის მოადგილე
გენო ნიჟარაძე – ინჟინერ - მშენებელი , საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს პრემიის ლაურეატი , ,, თბილმრეწვმშენის ” გენერალური დირექტორი
იური შიუკაშვილი – ინჟინერ - მშენებელი , საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის მოადგილე
გიორგი შაიშმელაშვილი – არქიტექტორი , პროფესორი , საქართველოს პარლამენტის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე
ავთანდილ ჩალაძე – ინჟინერ - მშენებელი , საქართველოს დამსახურებული ინჟინერი , კონცერნ ,, საქგვირაბმშენის ” პრეზიდენტი
ბადრი ჩიტაია – ინჟინერ - მშენებელი , საქართველოს არქიტექტურის , მშენებლობის და საშენ მასალათა მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე
მამუკა ჩხაიძე – არქიტექტორი , ქ . თბილისის მთავარი არქიტექტორი
იოსებ ხარატიშვილი – ინჟინერ - მშენებელი , საინჟინრო აკადემიის ნამდვილი წევრი , საქართველოს და აფხაზეთის დამსახურებული ინჟინერი , სახელმწიფო პრემიის ლაურეატი , საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე , მშენებლობის ფედერაციის თავმჯდომარე
თემურ ჯანაშია – ინჟინერ - მშენებელი პარლამენტის წევრი
„ საქართველოს დამსახურებული მშენებლის“ და „ საქართველოს დამსახურებული არქიტექტორის" წოდებათა მინიჭების კომისიის დებულება
1. საქართველოს ტერიტორიაზე მოღვაწე მშენებლების , დამპროექტებლებისა და არქიტექტორების კანდიდატურების შუამდგომლობები „ საქართველოს დამსახურებული მშენებლის “ და საქართველოს დამსახურებული არქიტექტორის “ წოდებათა მინიჭების შესახებ კომისიას წარუდგენენ პროფესილი კავშირები , საზოგადოებრივი ორგანიზაციები , სამშენებლო , სამონტაჟო , სამეცნიერო - კვლევითი , საპროექტ ო, საპროექტო - საძიებო ორგანიზაციები ყოველი წლის განმავლობაში .
2. „ საქართველოს დამსახურებული მშენებლის “ და „ საქართველოს დამსახურებული არქიტექტორის “ წოდების კანდიდატს უნდა გააჩნდეს სპეციალობის მიხედვით მუშაობის არა ნაკლები ოცი წლის სტაჟი , უნდა გამოირჩეოდეს კოლეგებში და საზოგადოებაში ავტორიტეტით , რაც გამოისახება კანდიდატის ბიოგრაფიაში და სათანადო დახასიათებებში , რომლებიც წარედგინება კომისიას წერილობით , სათანადოდ დამოწმებული . წარდგენილ საბუთებს შეიძლება თან დაერთოს ორგანიზაციის საერთო კრების ოქმის , საბჭოს სხდომის ამონაწერი , სხვა საბუთები , რომლებშიც ასახული იქნება აშენებული , დაპროექტებული ობიექტების მნიშვნელობა , შეფასება ან კვლევითი ნამუშევრების დასკვნა - რეცენზია .
3. კომისიის თავმჯდომარე ავალებს კომისიის ერთ - ერთ წევრს შეისწავლოს წოდებაზე წარდგენილი კანდიდატის სპეციალობის შესაბამისად , შემოტანილი საბუთები და შემდგომ მოახსენოს კომისიას .
4. კომისია წევრების დასკვნებს იხილავს „ მშენებლის და არქიტექტორის “ დღეების აღნიშვნამდე არა ნაკლებ 15 დღით ადრე .
5. „ საქართველოს დამსახურებული მშენებლის “ და „ საქართველოს დამსახურებული არქიტექტორის “ წოდების კანდიდატურა წარედგინება დასამტკიცებლად საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრს კენჭისყრის დროს ნახევარზე მეტი ხმების მიღების შემთხვევაში .
6. „ საქართველოს დამსახურებული მშენებლის “ და „ საქართველოს დამსახურებული არქიტექტორის “ წოდების მინიჭება ფორმდება საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის ბრძანებით .
7. „ საქართველოს დამსახურებული მშენებლის “ და „ საქართველოს დამსახურებული არქიტექტორის “ წოდების მინიჭების ბრძანება და სპეციალური სამკერდე ნიშანი გადაეცემა დაჯილდოებულს “ მშენებლის და არქიტექტორის “ დღის საზეიმო სხდომაზე .
8. დაჯილდოებულები სამკერდე ნიშნებს ატარებენ მკერდის მარჯვენა მხარეს .