“საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2000 წლის 28 დეკემბრის №53 ბრძანებით დამტკიცებულ “საქართველოს რკინიგზის სატარიფო პოლიტიკა 2001 საფრახტო წლისათვის” დამატების შეტანის თაობაზე”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
63
მიმღები ორგანო
საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი
მიღების თარიღი
2001-07-06
გამოქვეყნების თარიღი
2001-07-06
სარეგისტრაციო კოდი
310.010.000.11.115.004.850
“საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2000 წლის 28 დეკემბრის №53 ბრძანებით დამტკიცებულ “საქართველოს რკინიგზის სატარიფო პოლიტიკა 2001 საფრახტო წლისათვის” დამატების შეტანის თაობაზე”

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი  310.010.000.11.115.004.850

საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის

ბრძანება №63

2001 წლის 6 ივლისი

ქ. თბილისი

”საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2000 წლის 28 დეკემბრის №53 ბრძანებით დამტკიცებულ “საქართველოს რკინიგზის  სატარიფო პოლიტიკა 2001 საფრახტო წლისათვის“ დამატების შეტანის თაობაზე

საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის რიგით მეორე სხდომის (ა/წ 27-29 ივნისი, ქ. ერევანი) გადაწყვეტილებათა შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილის 2001 წლის 3 ივლისის №84/2 წერილის საფუძველზე, ”სარკინიგზო ტრანსპორტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის, ”ფასებისა და ფასწარმოქმის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2000 წლის 28 დეკემბრის №53 ბრძანებით დამტკიცებულ “საქართველოს რკინიგზის სატარიფო პოლიტიკა 2001 საფრახტო წლისათვის“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-5 მუხლს დაემატოს ახალი პუნქტი შემდეგი რედაქციით:

”4. საქართველოს რკინიგზაზე: ფოთი, ბათუმი-სადახლოს და უკუმიმართულებით სატრანზიტო ტვირთის გადაზიდვის ღირებულების გაანგარიშებისას დაწესდეს ფასდათმობა: ”ნავთობპროდუქტებისათვის” – 24 პროცენტი, ხოლო სხვა დანარჩენი ტვირთებისათვის – 17 პროცენტი”.

2. ბრძანება ძალაში შევიდეს მისი ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნების დღიდან.

მ. ადეიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია