,,საქართველოს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა სპეციალურ რეესტრში რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 9 ივლისის №55 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
96
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2009-05-20
გამოქვეყნების თარიღი
2009-05-27
სარეგისტრაციო კოდი
000000.00(0).000.000000
,,საქართველოს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა სპეციალურ რეესტრში რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 9 ივლისის №55 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №96

2009 წლის 20 მაისი

ქ. თბილისი

„საქართველოს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა სპეციალურ რეესტრში რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 9 ივლისის №55 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, „საქართველოს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა სპეციალურ რეესტრში რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 9 ივლისის №55 დადგენილებაში (სსმ III, 2004 წელი, №69, მუხლი 618) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს მთავრობის კანცელარია სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა სპეციალურ რეესტრში რეგისტრაციას უზრუნველყოფს შესაბამისი ნორმატიული აქტის ძალაში შესვლიდან 1 თვეში.“.

2. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 5

საქართველოს სამინისტროების კოდებია:

– განათლებისა და მეცნიერების – 01;

– გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების – 02;

– ეკონომიკური განვითარების – 03;

– ენერგეტიკის – 04;

– თავდაცვის – 05;

– იუსტიციის – 07;

– კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის – 08;

– ლტოლვილთა და განსახლების – 09;

– საგარეო საქმეთა – 10;

– სოფლის მეურნეობის – 12;

– ფინანსთა – 13;

– შინაგან საქმეთა – 14;

– შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის – 15;

 – სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა – 16;

– რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის – 17.“.

    მუხლი 2.

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია