“საქართველოს საგადასახდო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეორგანიზაციისა და საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 25 აგვისტოს №199 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
398
მიმღები ორგანო
საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრი
მიღების თარიღი
2001-05-31
გამოქვეყნების თარიღი
2001-06-01
სარეგისტრაციო კოდი
200.250.000.11.114.004.794
“საქართველოს საგადასახდო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეორგანიზაციისა და საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 25 აგვისტოს №199 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ”

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი  200.250.000.11.114.004.794

საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის

ბრძანება №398

2001 წლის 31 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეორგანიზაციისა და საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 25 აგვისტოს №199 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 30 ივნისის №280 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,ო” ქვეპუნქტის და მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. ჩატარდეს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეორგანიზაცია და იურიდიული სამმართველოს ნაცვლად ჩამოყალიბდეს სამართლებრივ საკითხთა სამსახური.

2. ,,საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 25 აგვისტოს №199 ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ვ) სამართლებრივ საკითხთა სამსახური”;

ბ) დებულების მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    ,,მუხლი 11. სამართლებრივ საკითხთა სამსახური

1. სამართლებრივ საკითხთა სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:

ა) საბაჟო საქმიანობის მარეგულირებელი საკანონმდებლო და სხვა სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;

ბ) საბაჟო დეპარტამენტის ინტერესების წარმომადგენლობა საერთო სასამართლოებში და სხვა ორგანოებში;

გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საბაჟო დეპარტამენტს დაქვემდებარებული საბაჟო ორგანოების იურიდიული სამსახურების საქმიანობის კონტროლი და ზედამხედველობა;

დ) დასკვნის მომზადება საბაჟო ბროკერის ან/და საბაჟო გადამზიდველის საქმინობაზე ლიცენზიის მიღების მიზნით მაძიებლის განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით;

ე) საბაჟო დეპარტამენტში შემოსული საჩივრების განხილვა;

ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საბაჟო დეპარტამენტის ინტერესების წარმომადგენლობა საბაჟო დეპარტამენტის მონაწილეობით საზღვარგარეთის ქვეყნების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართულ მოლაპარაკებებში, ასევე თავისი კომპეტენციის ფარგლებში საბაჟო სფეროს მომწესრიგებელი საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა;

ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საბაჟო დეპარტამენტის უფლებამოსილი პირების, სტრუქტურული ქვედანაყოფების და საბაჟო დეპარტამენტს დაქვემდებარებული ორგანოების წინადადებების განხილვა და მათზე სათანადო დასკვნების მომზადება.

2. სამართლებრივ საკითხთა და საბაჟო კანონმდებლობის ანალიზის სამსახური უშუალოდ ექვემდებარება საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარეს.”.

გ) დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვა ,,სამი” შეიცვალოს სიტყვით ,,ოთხი”.

3. დაევალოს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საკადრო რესურსების მართვის სამმართველოს (მ. ირემაშვილს) და ფინანსებისა და საბუხჰალტრო აღრიცხვის სამმართველოს (კ. გედევანიშვილს) უზრუნველყონ საბაჟო დეპარტამენტის საშტატო განრიგში შესაბამისი ცვლილებების შეტანა.

4. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. მაჭავარიანი

კრებსითი — სრული ვერსია