“საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნის წესის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 13 ოქტომბრის №366 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
395
მიმღები ორგანო
საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრი
მიღების თარიღი
2001-05-28
გამოქვეყნების თარიღი
2001-05-30
სარეგისტრაციო კოდი
200.250.000.11.114.004.789
“საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნის წესის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 13 ოქტომბრის №366 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.11.114.004.789

საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის

ბრძანება №395

2001 წლის 28 მაისი

ქ. თბილისი

“საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნის წესის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 13 ოქტომბრის №366 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სისტემაში საკადრო რესურსების ცენტრალიზებული მართვის უზრუნველყოფის მიზნით, “აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონისა და საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 30 ივნისის №280 ბრძანებულების “საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” შესაბამისად, ვბრძანებ:

I. საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 13 ოქტომბრის №366 ბრძანებაში “საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნისის წესის განსაზღვრის შესახებ” შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1. პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“ვ) სამინისტროს აქციზური საქონლის მონიტორინგის ბიუროში - ბიუროს უფროსის და მისი წარდგინებით უფროსის მოადგილის თანამდებობებზე;”.

2. პირველი პუნქტის “ზ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“ზ) სამინისტროს სისტემის ტერიტორიული ორგანოს უფროსების და მათი მოადგილეების თანამდებობებზე კანონმდებლობით დადგენილი წესით”.

II. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე

მ. მაჭავარიანი

კრებსითი — სრული ვერსია