,,საქართველოს სავაჭრო პოლიტიკის შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 29 ივლისის №122 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
61
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2009-03-24
გამოქვეყნების თარიღი
2009-03-27
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
,,საქართველოს სავაჭრო პოლიტიკის შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 29 ივლისის №122 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №61

2009 წლის 24 მარტი

ქ. თბილისი

 „საქართველოს სავაჭრო პოლიტიკის შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 29 ივლისის №122 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად “საქართველოს სავაჭრო პოლიტიკის შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 29 ივლისის №122 დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„1. შეიქმნას საქართველოს სავაჭრო პოლიტიკის შემმუშავებელი კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ნიკა გილაური – საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

კახა ბაინდურაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი

გიორგი ბარამიძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ვიცე-პრემიერი

მარიამ გაბუნია – საგარეო ურთიერთობათა საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველთა ჯგუფის უფროსი მრჩეველი, კომისიის მდივანი

გრიგოლ გობეჯიშვილი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – შემოსავლების სამსახურის უფროსი

ბაკურ კვეზერელი – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი

თამარ კოვზირიძე   – საგარეო ურთიერთობათა საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველთა ჯგუფის უფროსი

ლაშა ჟვანია – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი

დავით ჯალაღანია – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.“.

    მუხლი 2.

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური

 

კრებსითი — სრული ვერსია