“ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოხელეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნების” პროგრამის დამტკიცების შესახებ”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
45
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2001-03-13
გამოქვეყნების თარიღი
2009-12-30
სარეგისტრაციო კოდი
190.040.000.11.117.004.694
“ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოხელეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნების” პროგრამის დამტკიცების შესახებ”

სახელმწიფო სარეგისრაციო კოდი 190.040.000.11.117.004.694

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №45

2001 წლის 13 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოხელეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნების“ პროგრამის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპატარის სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა საკვალიფიკაციო გამოცდების სრულყოფილად და მაღალკვალიფიციურად ჩატარების მიზნით, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნების პროგრამები:

ა) ზოგადი პროგრამა სამინისტროს ყველა მოხელისათვის (დანართი 1);

ბ) საბიუჯეტო დეპარტამენტის მოხელეებისათვის (დანართი 2);

გ) ფინანსური პოლიტიკის დეპარტამენტის მოხელეებისათვის (დანართი 3).

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 14 თებერვლის ბრძანება №106-სსმIII, №22, 17.02.2006წ.; მუხ.268

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ნოღაიდელი

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 14 თებერვლის ბრძანება №106-სსმIII, №22, 17.02.2006წ.; მუხ.268

2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 12 ივნისის ბრძანება №368-სსმIII, №71, 12.06.2009წ.; მუხ.780

3. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №901-სსმIII, №159, 30.12.2009წ.; მუხ.1976

დანართი 1

ზოგადი საკვალიფიკაციო მოთხოვნების პროგრამა სამინისტროს ყველა მოხელისათვის

1. ფინანსები და საფინანსო სისტემა. ფინანსების არსი. ფინანსების ფუნქციები. ფინანსების როლი და პრინციპები. ფინანსები და გაფართოებული კვლავწარმოება. ფინანსური პოლიტიკის არსი და პრინციპები. ფინანსური პოლიტიკის თანამედროვე თავისებურებანი საქართველოში. საქართველოს საფინანსო სისტემა. სახელმწიფო და საწარმოთა ფინანსები. საწარმოთა ფინანსების არსი. საწარმოთა დაფინანსება და დაკრედიტება. საწარმოთა მოგება და რენტაბელობა. საწარმოთა გაკოტრების საქმეთა წარმოება. ტერიტორიული ერთეულების ფინანსები.

2. საბიუჯეტო სისტემა. ბიუჯეტის არსი და მისი სოციალურ-ეკონომიკური მნიშვნელობა. საქართველოს საბიუჯეტო სისტემა და მისი სრულყოფის მიმართულებები. საქართველოს საბიუჯეტო მოწყობა. საბიუჯეტო მოწყობის პრინციპები. ბიუჯეტთაშორისი ურთიერთობები. საბიუჯეტო კლასიფიკაცია. სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები და ხარჯები. ადგილობრივი (ტერიტორიული ერთეულების) ბიუჯეტები. ბიუჯეტის საგადასახადო და არასაგადასახადო შემოსავლები. ბიუჯეტის დეფიციტი და მისი დაფინანსების წყაროები. საქათველოს საგადასახადო სისტემა. საერთოსახელმწიფოებრივი გადასახადები. ადგილობრივი გადასახადები. ბიუჯეტის საგადასახადო და არასაგადასახადო შემოსავლების სტრუქტურა. ბიუჯეტის შემოსავლებისა და ხარჯების დაგეგმვა და მართვა. ბიუჯეტის ხარჯების ძირითადი მიმართულებები. ხარჯების განაწილების პრინციპები. ბიუჯეტის კაპიტალური და მიმდინარე ხარჯები. საბიუჯეტო კანონმდებლობა. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო: ფუნქციები და უფლებები. ადგილობრივი საფინანსო ორგანოები. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებები. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, როგორც სახელმწიფო ფინანსური კონტროლის სუბიექტი.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 14 თებერვლის ბრძანება №106-სსმIII, №22, 17.02.2006წ.; მუხ.268

3. საბანკო სისტემა. საბანკო სისტემა და მისი განვითარება საბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალ პერიოდში. საქართველოს ფულად-საკრედიტო პოლიტიკა. საქართველოს ეროვნული ბანკის ადგილი ქვეყნის საბანკო სისტემაში: ფუნქციები და ამოცანები. კომერციული ბანკები, როგორც საბანკო სისიტემის ძირითადი რგოლი. კრედიტის არსი და ფუნქციები.

4. დაზღვევა. დაზღვევის არსი და მნიშვნელობა. დაზღვევის ფორმები. პირადი დაზღვევა. ქონების დაზღვევა. პასუხისმგებლობის დაზღვევა. სოციალური დაზღვევა. სამეწარმეო რისკების დაზღვევა და გადაზღვევა.

5. ფასიანი ქაღალდები. ფასიანი ქაღალდების სახეები და მათი კლასიფიკაცია. სახელმწიფო სახაზინო ქაღალდები. კომერციული ფასიანი ქაღალდები. სახელმწიფო სახაზინო ვალდებულებები.

6. ფინანსური კონტროლი. ფინანსური კონტროლის არსი და ფუნქციები. ფინანსური კონტროლის ფორმები და მეთოდები. სახელმწიფო ფინანსური კონტროლის ფუნქციები და ამოცანები. არასახელმწიფო ფინანსური კონტროლი.

დანართი 2

საკვალიფიკაციო მოთხოვნების პროგრამა საბიუჯეტო დეპარტამენტის მოხელეთათვის

1. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი. სახელმწიფოს ეკონომიკური როლი და ფუნქციები. სახელმწიფო ფინანსების არსი და ფუნქციები. ფინანსების სახელმწიფო რეგულირება. საბიუჯეტო პოლიტიკა. ბიუჯეტის ძირითადი მიმართულებების შემუშავება. ბიუჯეტის დამოუკიდებლობა. სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებისა და ხარჯების ზოგადი დახასიათება. ფუნქციონალური და ეკონომიკური კლასიფიკაცია. სახელმწიფო ბიუჯეტის ურთიერთდამოკიდებულება საფინანსო სისტემის სხვა ელემენტებთან. საბიუჯეტო პროცესის ორგანიზაცია. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შედგენა, განხილვა და დამტკიცება. საგანგებო ბიუჯეტი. ბიუჯეტის შესრულება. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები. სარეზერვო ფონდების არსი და მათი შექმნის წესი. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშგება.

2. სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები. ბიუჯეტის ხარჯების ძირითადი სახეები და მათი სტრუქტურა. მიმდინარე და კაპიტალური ხარჯები. ბიუჯეტის ხარჯების დაგეგმვა.

3. საბიუჯეტო დეფიციტი და პროფიციტი. ბიუჯეტის დეფიციტის დაფარვის წყაროები. ბიუჯეტის გარდამავალი საბრუნავი საშუალებები. დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილების შეტანის წესი. საბიუჯეტო სახსრების თავისუფალი ნაშთი და მისი გამოყენების წესი. ბიუჯეტის შემოსავლებისა და ხარჯების განწერა.

4. რეგიონალური სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკა და ფინანსები. ტერიტორიული ერთეულების ფინანსების არსი, ფუნქციები და თავისებურებანი. ავტონომიური რესპუბლიკებისა და ტერიტორიული ერთეულების საბიუჯეტო სისტემა. ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) საბიუჯეტო მოწყობა და მისი პრინციპები. ტერიტორიული ერთეულების საბიუჯეტო სამართლებრივი საფუძვლები. ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების ურთიერთობა სხვა ბიუჯეტებთან. ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის შედგენა, განხილვა, დამტკიცება, ანგარიშგება და ანალიზი. დამტკიცებულ ადგილობრივ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა.

5. საქართველოს ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობები. შემოსავლების ბიუჯეტებს შორის განაწილების თაობაზე საქართველოს კანონმდებლობა. ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების შემოსავლები საერთოსახელმწიფოებრივი გადასახადებიდან. საშემოსავლო გადასახადი. ქონების გადასახადი. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი. საბიუჯეტო სესხი, სესხის აღების პირობები. შემოსავალი მიღებული სახელმწიფო ქონების პრივატიზებიდან. შემოსავალი გრანტებიდან და ტრანსფერტებიდან. საქართველოს ადგილობრივი ბიუჯეტების კუთვნილი სხვა შემოსავლები.

6. ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების ხარჯები. ხარჯების ძირითადი მიმართულებები და სტრუქტურა. მიმდინარე და კაპიტალური ხარჯები. ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების ექსკლუზიური უფლებამოსილება, დელეგირებული უფლებამოსილება, ნებაყოფლობითი უფლებამოსილება.

7. საშინაო ვალი. საშინაო ვალის კატეგორიები, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების სახეები, საშინაო ვალის მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 14 თებერვლის ბრძანება №106-სსმIII, №22, 17.02.2006წ.; მუხ.268

 

დანართი 3

საკვალიფიკაციო მოთხოვნების პროგრამა ფინანსური პოლიტიკის დეპარტამენტის მოხელეთათვის

1. ზოგადი საკითხები. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ზოგადი ფუნქციები და ამოცანები. სამინისტროს სტრუქტურა, ფინანსური პოლიტიკის დეპარტამენტის ფუნქციები. საშუალოვადიანი მიზნები და ამოცანები. დეპარტამენტის სტრუქტურა.

2. მაკროეკონომიკური პროგნოზირებისა და შემოსავ­ლების დაგეგმვის სამმართველო:

ა) მაკროეკონომიკა. მაკროეკონომიკის საგანი. მთლია­ნი შიდა პროდუქტი, მთლიანი ეროვნული შემო­სავალი, მთლიანი ეროვნული განკარგვადი შემოსავალი. მთლია­ნი შიდა პროდუქტის გაანგარიშების მეთოდები. ფასები, ინფლაცია და ფასების ინდექსი. განსხვავება სამომხმა­რებლო ფასების ინდექსსა და მთლიანი შიდა პროდუქ­ტის დეფლატორს შორის. ნომინალური და რეალური მაჩვენებლები. ეკონომიკური ზრდა. საგადამ­ხდელო ბალანსი, მისი ძირითადი შემადგენელი ელე­მენტები. მონეტარული მაჩვენებლები. ფულის მასის აგრეგატები, მათ შორის არსებული კავშირები. მონეტარული კოეფიციენ­ტები (ფულის მიმოქ­ცევის სიჩქარე, დოლა­რი­ზაციის კოეფიციენტი, ფულის მულტიპ­ლიკატორი) და მათი გამოთვლის მეთოდები. ვალუტის კურსი. ერთობლივი მოთხოვნა და ერთობ­ლივი მიწოდება;

ბ) სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკა. სახელმწი­ფო ფინანსების სტატისტიკის დანიშნულება. სახელმწი­ფო ფინანსების მაჩვენებელთა სისტემა. მისი სტატის­ტიკის დაკვირვების სფერო. სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკის ინფორმაციის მოპოვება, კლასიფიკაცია, დამუშავება, გადაცემა და შენახვა. სტატის­ტიკური ანგარიშების სახეები და შედგენის პერიოდულობა. ბიუჯეტის შემოსულობები და გადასახ­დელები. შემოსავლების და ხარჯების კონსოლიდირება. საერთა­შორისო სავალუტო ფონდის სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკის 2001 წლის მეთოდოლოგია;

გ) შემოსავლების დაგეგმვა, ანალიზი და მონიტორინგი. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი. კოდექსის მიზანი. საქართველოს საბიუჯეტო სისტემა. საქართველოს საბიუჯეტო სისტემის ძირითადი პრინციპები. საბიუჯეტო პროცესი. სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები. შემოსულობების კლასიფიკაცია. სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მომზადება, წარდგენა და დამტკიცება. შემოსავლების პროგნოზირება. ბიუჯეტის შემოსულობების შესრულება. სახელმწიფო ბიუჯეტის ყოველკვარტალური მიმოხილვა. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის მომზადება და წარდგენა. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის დამტკიცება.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №901-სსმIII, №159, 30.12.2009წ.; მუხ.1976

დ) მაკროეკონომიკური პროგნოზირებისა და შემოსავლების დაგეგმვის სამმართველოს მოხელეთათვის აუცილებელია საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი, ცოდნა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №901-სსმIII, №159, 30.12.2009წ.; მუხ.1976  

3. მოსაკრებლების პოლიტიკის სამმართველო:

ა) მოსაკრებლის ცნება. მოსაკრებლების სისტემა, მოსაკრებლის დაწესება და გადახდევინება. მოსაკრებლის სახეები. მოსაკრებლის გადამხდელები. მოსაკრებლის განაკვეთის განსაზღვრის ზოგადი პრინციპები. ლიცენ­ზიის არსი. ნებართვის არსი. ვადაგადაცილებული სასეს­ხო დავალიანება. გადახდისუნარიანობა. უიმედო სესხი. რეაბილიტაცია. დივიდენდის, სახელმწიფოს წილობ­რივი მონაწილეობით მოქმედ საწარმოებში წმინდა მოგების განაწილების სამართლებრივი საფუძ­ვლები;

ბ) საქართველოს კანონთა ნუსხა მოსაკრებლების პოლიტიკის სამმართველოს მოხელეთათვის:

ბ.ა) საქართველოს კანონი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“;

ბ.ბ) საქართველოს კანონი „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“;

ბ.გ) საქართველოს კანონი „საგადასახადო დავალია­ნებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტური­ზაციის შესახებ“.

4. საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის სამმარ­­თვე­ლო:

ა) საგადასახადო პოლიტიკა. საქართველოს საგადა­სახა­დო კანონმდებლობა. გადასახადის ცნება. საქარ­­თვე­ლოს საგადასახადო სისტემა და მისი პრინ­ციპები. გადასახადების სახეები (საერთო-სახელ­მწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები). ხანდაზმულობის ვა­და. საგადასახადო ვალდებულება. საგადასახადო ვალდებუ­ლების შესრულების უზრუნველ­ყოფის ღონისძიებები. საგადასახადო კონტროლი, მისი ფორმები და მეთოდები. საშემოსავლო გადასახადი. მოგე­ბის გადასახადი. დამატე­ბული ღირებულების გადასახადი (დღგ). აქციზი. საბაჟო გადასახადი. ქონების გადასახადი;

ბ) საბაჟო პოლიტიკა. საქართველოს საბაჟო პოლი­ტიკა. საბაჟო კანონმდებლობა. საბაჟო რეჟიმები: საქონ­ლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება (იმპორტი), საქონლის ტრანზიტი, საბაჟო საწყობში საქონლის შენახვა, საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავება, საქონლის დროებითი შემოტანა, საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავება, საქონლის ექსპორტი. საბაჟო დამუშავების ოპერაციები: საქონლის გადატანა თავისუფალი ზონაში ან თავისუფალი საწყობში, საქარ­თველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის რეექსპორ­ტი, საქონლის განადგურება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ, საქონლის გადაცემა სახელმწიფო საკუთრებაში. უბაჟო ვაჭრობის პუნქტი. საბაჟო გადასახდელები. საბაჟო გაფორმება. დეკლარირება და საბაჟო დეკლარა­ციის სახეები. საბაჟო წარმომადგენელი. საბაჟო გადასახადის ცნება. საბაჟო გადასახადის გადამხდელები და დაბეგვრის ობიექტი. საბაჟო ღირებულება და მისი განსაზღვრის მეთოდები. საბაჟო გადასახადის განაკვე­თები. საბაჟო მოსაკრებლის ცნება. საბაჟო მოსაკ­რებლის გადამხდელები. საბაჟო მოსაკრებლის განაკვე­თები;

გ) საქართველოს კანონთა ნუსხა საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის სამმართველოს მოხელე­თათვის:

გ.ა) საქართველოს საგადასახადო კოდექსი;

გ.ბ) საქართველოს საბაჟო კოდექსი.  

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 14 თებერვლის ბრძანება №106-სსმIII, №22, 17.02.2006წ.; მუხ.268

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 12 ივნისის ბრძანება №368-სსმIII, №71, 12.06.2009წ.; მუხ.780

 

დანართი 4

ამოღებულია - საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 14 თებერვლის ბრძანება №106-სსმIII, №22, 17.02.2006წ.; მუხ.268

დანართი 5

ამოღებულია - საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 14 თებერვლის ბრძანება №106-სსმIII, №22, 17.02.2006წ.; მუხ.268

კრებსითი — სრული ვერსია