“საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2000 წლის 4 აგვისტოს №1 დადგენილებით დამტკიცებულ “რეგულირების ყოველწლიური საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის შესახებ” დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
1
მიმღები ორგანო
საქართველოს კავშირგაბმულობის ეროვნული კომისია
მიღების თარიღი
2001-01-29
გამოქვეყნების თარიღი
2000-08-18
სარეგისტრაციო კოდი
320.110.000.15.012.004.633
“საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2000 წლის 4 აგვისტოს №1 დადგენილებით დამტკიცებულ “რეგულირების ყოველწლიური საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის შესახებ” დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 320.110.000.15.012.004.633

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

დადგენილება №1

2001 წლის 29 იანვარი

ქ. თბილისი

საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2000 წლის 4 აგვისტოს №1 დადგენილებით დამტკიცებულ „რეგულირების ყოველწლიური საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის შესახებ“დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე და 31-ე მუხლების შესაბამისად კომისიამ დაადგინა:

1. საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2000 წლის 4 აგვისტოს №1 დადგენილებით დამტკიცებულ „რეგულირების ყოველწლიური საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის შესახებ“ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5) საანგარიშო პერიოდი – კალენდარული თვე“.

ბ) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ლიცენზიის მფლობელები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების ყოველწლიური საფასური არა უგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 20 რიცხვამდე“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ვ. აბაშიძე

 

კრებსითი — სრული ვერსია