,,საქართველოსა და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 აპრილის №65 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
113
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2009-06-19
გამოქვეყნების თარიღი
2009-06-26
სარეგისტრაციო კოდი
000000.00(0).000.000000
,,საქართველოსა და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 აპრილის №65 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №113

2009 წლის 19 ივნისი

ქ. თბილისი

,,საქართველოსა და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 აპრილის №65 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოსა და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 აპრილის №65 დადგენილებაში და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„1. შეიქმნას საქართველოსა და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

კახა ბაინდურაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

მალხაზ აკიშბაია – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე

გიორგი ბოკერია – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე

გიორგი ბოკუჩავა – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსი

ირაკლი გაჩეჩილაძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე

ირაკლი ეზუგბაია – შპს ,,საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი

ნინო ენუქიძე – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე

პეტრე კანკავა – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის უფროსი

რონი სააბი – კორპორაცია ,,ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ გენერალური დირექტორი

იოსებ სხირტლაძე – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი

ნიკოლოზ ფრუიძე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე

დავით ცხადაძე – საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე

გოჩა ჯაფარიძე – ეგვიპტისა და სირიის არაბთა რესპუბლიკებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი.“.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია