“საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 12 იანვრის №21 ბრძანებით დამტკიცებულ სააღსრულებო ინისტრი სამმართველოს დებულებაში დამატების შეტანის შესახებ”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
50
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2001-01-31
გამოქვეყნების თარიღი
2001-02-02
სარეგისტრაციო კოდი
070.030.000.11.106.004.626
“საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 12 იანვრის №21 ბრძანებით დამტკიცებულ სააღსრულებო ინისტრი სამმართველოს დებულებაში დამატების შეტანის შესახებ”

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 070.030.000.11.106.004.626

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №50

2001 წლის 31 იანვარი

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 12 იანვრის №21 ბრძანებით დამტკიცებულ სააღსრულებო პოლიციის სამმართველოს დებულებაში დამატების შეტანისა შესახებ

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 141 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 12 იანვრის №21 ბრძანებით დამტკიცებულ სააღსრულებო პოლიციის სამმართველოს დებულებაში შეტანილი იქნეს შემდეგი დამატებები:

ა) დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი:

     „მუხლი 31. სამმართველოსა და მისი ტერიტორიული ორგანოების ატრიბუტიკა

სამმართველოსა და მის ტერიტორიულ ორგანოებს გააჩნიათ ბეჭდები სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და საკუთარი დასახელებით და ბლანკიანი ფურცელი.”.

ბ) მე-6 მუხლის მე-5 პუნქტს ბოლოში დაემატოს სიტყვები “და პირადნომრიანი ლუქი”.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია