“საქართველოს რკინიგზის 2001 საფრახტო წლის სატარიფო პოლიტიკის შესახებ” საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 28 დეკემბრის №53 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
12
მიმღები ორგანო
საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი
მიღების თარიღი
2001-01-25
გამოქვეყნების თარიღი
2001-01-26
სარეგისტრაციო კოდი
310.120.000.11.115.004.616
“საქართველოს რკინიგზის 2001 საფრახტო წლის სატარიფო პოლიტიკის შესახებ” საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 28 დეკემბრის №53 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.120.000.11.115.004.616

საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის

ბრძანება №12

2001 წლის 25 იანვარი

ქ. თბილისი

 “საქართველოს რკინიგზის 2001 საფრახტო  წლის სატარიფო პოლიტიკის შესახებ” საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2000 წლის 28 დეკემბრის №53 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ტვირთის მოზიდვის მიზნით, “სარკინიგზო ტრანსპორტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის, “ ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2000 წლის 28 დეკემბრის № 53 ბრძანებით დამტკიცებულ “საქართველოს რკინიგზის სატარიფო პოლიტიკა 2001 საფრახტო წლისათვის” შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მუხლ 5-ს დაემატოს ახალი პუნქტი შემდეგი რედაქციით:

 “4. საქართველოს რკინიგზაზე: ფოთი, ბათუმი – სადახლოს და უკუმიმართულებით სატრანზიტო ტვირთის გადაზიდვის ღირებულების გაანგარიშებისას დაწესდეს ფასდათმობა: “ნავთობპროდუქტებისათვის” – 24 პროცენტი, ხოლო სხვა დანარჩენი ტვირთებისათვის – 17 პროცენტი.”

2. ბრძანება ძალაში შევიდეს მისი ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნების დღიდან და ძალაშია ა/წლის 1 ივლისამდე.

მ. ადეიშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია