“ზოგიერთი სამედიცინო ჩარევის ჩატარებამდე პაციენტისაგან წერილობითი ინფორმირებული თანხმობის მიღების შესახებ”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
238/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2000-12-05
გამოქვეყნების თარიღი
2000-12-20
სარეგისტრაციო კოდი
470.230.000.11.119.004.939
“ზოგიერთი სამედიცინო ჩარევის ჩატარებამდე პაციენტისაგან წერილობითი ინფორმირებული თანხმობის მიღების შესახებ”

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.004.535

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №238/ნ

2000 წლის 5 დეკემბერი

ქ. თბილისი

ზოგიერთი სამედიცინო ჩარევის ჩატარებამდე პაციენტისაგან წერილობითი ინფორმირებული თანხმობის მიღების შესახებ

ჯანმრთელობის დაცვის სფეროში კანონმდებლობით გათვალისწინებული მოქალაქეთა უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად, “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის II თავის მე-8 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებებში სამედიცინო პერსონალმა, ქვემოთ ჩამოთვლილი სამედიცინო ჩარევების ჩატარებამდე, პაციენტისაგან მიიღოს წერილობითი ინფორმაციული თანხმობა:

ა) ნებისმიერი ქირურგიული ოპერაცია, მცირე ქირურგიული მანიპულაციების გარდა;

ბ) აბორტი;

გ) სისხლძარღვების კათეტერიზაცია;

დ) ენდოსკოპია;

ე) რენტგენოკონტრასტული გამოკვლევები;

ვ) ჰემოდიალიზი და პერიტონეული დიალიზი;

ზ) ექსტრაკორპორული განაყოფიერება;

თ) გენეტიკური ტესტირება;

ი) გენური თერაპია;

კ) სხივური თერაპია;

ლ) ავთვისებიანი სიმსივნეების ქიმიოთერაპია.

2. დაევალოს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროებს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის რეგიონალურ დეპარტამენტებს, ქ. ფოთის და დაბა მესტიის მოსახლეობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამმართველოებს, ქ.თბილისის მერიის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საქალაქო სამსახურს უზრუნველყონ ბრძანების დაყვანა ყველა სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებამდე და უზრუნველყონ მისი შესრულების კოორდინაცია.

3. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის მოადგილეს ა. გამყრელიძეს.

ა. ჯორბენაძე

კრებსითი — სრული ვერსია