“საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 27 ნოემბრის №327 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
346
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2000-12-08
გამოქვეყნების თარიღი
2000-12-08
სარეგისტრაციო კოდი
010.320.010.11.106.004.525
“საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 27 ნოემბრის №327 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.11.106.004.525

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №346

2000 წლის 8 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 27 ნოემბრის №327 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 27 ნოემბრის №327 ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნების” ტექსტიდან ამოღებულ იქნეს შემდეგი სიტყვები:

ა) „ტელევიზიის რომელიმე არხზე ან წამყვან გაზეთში მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება”;

ბ) „სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება”;

გ) „სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება”.

2. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია