“ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების რეალიზაციაზე კონტროლის ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს საგადასახდო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 17 თებერვლის №6 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
497
მიმღები ორგანო
საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრი
მიღების თარიღი
2000-11-29
გამოქვეყნების თარიღი
2000-12-04
სარეგისტრაციო კოდი
300.380.010.11.114.004.517
“ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების რეალიზაციაზე კონტროლის ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს საგადასახდო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 17 თებერვლის №6 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.380.010.11.114.004.517

საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის

ბრძანება №497

2000 წლის 29 ნოემბერი

 ქ. თბილისი

„ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილიტების რეალიზაციაზე კონტროლის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 17 თებერვლის №6 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების დაბეგვრისა და აღრიცხვის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 12 ივლისის №434 ბრძანებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით ვბრძანებ:

I. შეტანილ იქნეს ”ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების რეალიზაციაზე კონტროლის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს საგადასახადო შემოსავლის მინისტრის 2000 წლის 17 თებერვლის №6 ბრძანებაში შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”გადამხდელზე სდღგ-ის ყოველი შემდეგი პარტია გაიცემა წინა საგადასახადო პერიოდის მიხედვით, გადამხდელის მიერ საგადასახადო ინსპექციაში სათანადო ანგარიშგების წარდგენის შემდგომ“.

2. ბათილად იქნეს ცნობილი მე-20 პუნქტი.

II. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. მაჭავარიანი

 

 

კრებსითი — სრული ვერსია