“საქართველოს რკინიგზის 2000 საფრახტო წლის სატარიფო პოლიტიკაში ცვლილებების შეტანის შესახებ”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
40
მიმღები ორგანო
საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი
მიღების თარიღი
2000-11-02
გამოქვეყნების თარიღი
2000-11-03
სარეგისტრაციო კოდი
310.120.000.11.115.004.488ა
“საქართველოს რკინიგზის 2000 საფრახტო წლის სატარიფო პოლიტიკაში ცვლილებების შეტანის შესახებ”

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.120.000.11.115.004.488.

საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციის მინისტრის ბრძანება №40

2000 წლის 2 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს რკინიგზის 2000 საფრახტო წლის სატარიფო პოლიტიკაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„სარკინიგზო ტრანსპორტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლისა და საქართველოს ეკონომიკის მინისტრის 1998 წლის 9 სექტემბრის № 56 ბრძანების საფუძველზე, საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის 2000 წლის 14 იანვრის № 1 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს რკინიგზის სატარიფო პოლიტიკა 2000 საფრახტო წლისათვის” შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მუხლ 1.4.-ს დაემატოს აბზაცი შემდეგი რედაქციით: „შვეიცარულ ფრანკებში დადგენილი საერთაშორისო გადაზიდვების, გარდა სომხეთის სატრანზიტო გადაზიდვებისა, განაკვეთებისა და დამატებითი ანაკრეფების მიმართ დამატებით გამოიყენება კოეფიციენტი 1,11”.

2. მუხლ 1.2.-ის პირველი წინადადებში სიტყვა „ორი” შეიცვალოს “ერთი”-თ.

3. გაუქმდეს მუხლი 1.5.-ის აბზაცი: „შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „საქართველოს რკინიგზის” ძირითადი საქმიანობის სამეურნეო საჭიროებისათვის გადასაზიდ ტვირთისათვის (რეალიზაციის უფლების გარეშე) დაწესდეს სატარიფო პოლიტიკით მოქმედი ტარიფების, რკინიგზის სადგურების ადგილობრივი მომსახურებისა და სხვა დამატებითი ანაკრეფების ნულოვანი განაკვეთი”.

4. ბრძანება ძალაში შევიდეს ოფიციალურ ბეჭდვითი ორგანოში გამოქვეყნებიდან ერთი თვის შემდეგ.

ს. ესაკია

კრებსითი — სრული ვერსია