საქართველოს მთავრობის
დადგენილება №93
2009 წლის 12 მაისი
ქ. თბილისი
,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება ,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილებაში (სსმ III, 2004 წელი, №60, მუხლი 526) და ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულებიდან ამოღებულ იქნეს მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტი.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2009 წლის 1 ივნისიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური