,,სახელმწიფო პროგრამა ,,განახლებადი ენერგია 2008“ – საქართველოში განახლებადი ენერგიის ახალი წყაროების მშენებლობის უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 18 აპრილის №107 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
89
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2009-05-12
გამოქვეყნების თარიღი
2009-05-19
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
,,სახელმწიფო პროგრამა ,,განახლებადი ენერგია 2008“ – საქართველოში განახლებადი ენერგიის ახალი წყაროების მშენებლობის უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 18 აპრილის №107 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №89

2009 წლის 12 მაისი

ქ. თბილისი

,,სახელმწიფო პროგრამა ,,განახლებადი ენერგია 2008“ – საქართველოში განახლებადი ენერგიის ახალი წყაროების მშენებლობის უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის    18 აპრილის №107 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ,,სახელმწიფო პროგრამა ,,განახლებადი ენერგია 2008“ – საქართველოში განახლებადი ენერგიის ახალი წყაროების მშენებლობის უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრო-ბის 2008 წლის 18 აპრილის №107 დადგენილებით დამტკიცებულ წესს (სსმ III, 2008 წელი, №61,  მუხლი 696) დაემატოს შემდეგი შინაარსის 161 პუნქტი:

,,161. იმ ელექტროსადგურებზე, რომლებზეც განსახილველი ყველა განაცხადით წარდგენილია კონკრეტული ელექტროსადგურის მშენებლობასთან მიმართებით მშენებლობისა და საექსპლუატაციოდ მიღების არაგონივრული ვადები, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, არ გამოავლინოს საუკეთესო განაცხადი. ასეთ შემთხვევაში განმცხადებელს მისივე მოთხოვნით დაუბრუნდება წარდგენილი საბანკო გარანტია.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი               ნ. გილაური

 

კრებსითი — სრული ვერსია