„საქართველოს ტერიტორიაზე საპროექტო-სამშენებლო საქმიანობის განხორციელებაზე სახელმწიფო ლიცენზიის და მისი დანართის ფორმების დამტკიცების შესახებ”

დოკუმენტის ტიპი
სახელმწიფო მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
17
მიმღები ორგანო
ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრო
მიღების თარიღი
2000-04-27
გამოქვეყნების თარიღი
2000-06-28
სარეგისტრაციო კოდი
140.012.004.233
„საქართველოს ტერიტორიაზე საპროექტო-სამშენებლო საქმიანობის განხორციელებაზე სახელმწიფო ლიცენზიის და მისი დანართის ფორმების დამტკიცების შესახებ”

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.012.004.233

საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის  მინისტრის

ბრძანება №17

2000 წლის 27 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს ტერიტორიაზე საპროექტო-სამშენებლო საქმიანობის განხორციელებაზე სახელმწიფო ლიცენზიის და მისი დანართის ფორმების დამტკიცების შესახებ

საქართველოს კანონების „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ მე- 5 მუხლის მე- 2 პუნქტის და „საპროექტო – სამშენებლო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ I მუხლის მე- 2 და მე 4 პუნქტების შესაბამისად ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი საპროექტო-სამშენებლო საქმიანობის სახელმწიფო ლიცენზიის ფორმა (დანართი №1);

ბ) ლიცენზიის დანართი – ლიცენზირებას დაქვემდებარებული საპროექტო-სამშენებლო საქმიანობის სახეობათა ჩამონათვალის ფორმა (დანართი № 2);

2. ლიცენზიის დანართი წარმოადგენს ლიცენზიის განუყოფელ ნაწილს და მხოლოდ ერთობლივად გააჩნია იურიდიული ძალა.

მ. ჩხენკელი

საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრო

 

                                                                                                                               

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია