სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.008.004.167
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო
კომისიის დადგენილება № 61/2000
2000 წლის 30 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 9 აპრილის არჩევნების მომზადებისა და ჩატარების პერიოდში საარჩევნო კომისიების სხდომებსა და ხმის მისაცემ შენობებში დასწრების უფლების მისაღებად საზოგადოებრივი ორგანიზაციის რეგისტრაციის შესახებ
1. „საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის და „საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 9 აპრილის არჩევნებში საჯაროობის უზრუნველყოფის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის №10/2000 დადგენილების მე-19 პუნქტის შესაბამისად,
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 9 აპრილის არჩევნების მომზადებისა და ჩატარების პერიოდში საარჩევნო კომისიების სხდომებსა და ხმის მისაცემ შენობებში დასასწრებად უარი ეთქვას რეგისტრაციაში გატარების თაობაზე საზოგადოებრივი ორგანიზაცია „კავშირი – კონსტიტუციის 42-ე მუხლს“.
II. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე
ჯ. ლომინაძე