„სამშენებლო ნორმების - „მიწის ზოლისა და მიწის ნაკვეთთა მიჩენის ნორმები მაგისტრალური ხაზობრივი ნაგებობებისათვის” დამტკიცების შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
სახელმწიფო მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
5
მიმღები ორგანო
ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრო
მიღების თარიღი
2000-01-28
გამოქვეყნების თარიღი
2000-02-08
სარეგისტრაციო კოდი
140.012.004.055
„სამშენებლო ნორმების - „მიწის ზოლისა და მიწის ნაკვეთთა მიჩენის ნორმები მაგისტრალური ხაზობრივი ნაგებობებისათვის” დამტკიცების შესახებ“

საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის

მინისტრის ბრძანება №5

2000 წელი 28 იანვარი

ქ. თბილისი

სამშენებლო ნორმების – „მიწის ზოლისა და მიწის ნაკვეთთა მიჩენის ნორმები მაგისტრალური ხაზობრივი ნაგებობისათვის“ დამტკიცების შესახებ

ქვეყანაში სატრანსპორტო მაგისტრალებისა და ხაზობრივ ნაგებობათა დაპროექტებისა და მშენებლობისათვის სათანადო ნორმატიული ბაზით უზრუნველყოფის მიზნით ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს სამშენებლო ნორმება – „მიწის ზოლისა და მიწის ნაკვეთთა მიჩენის ნორმები მაგისტრალური ხაზობრივი ნაგებობისათვის“.

2. ნორმები სახელმძღვანელოდ მიღებულ იქნას 2000 წლის 1 თებერვლიდან.

მ. ჩხენკელი

 

კრებსითი — სრული ვერსია