„საქართველოს სააღსრულებო სამსახურის დროებით დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
სახელმწიფო მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
328
მიმღები ორგანო
იუსტიციის სამინისტრო
მიღების თარიღი
1999-11-26
გამოქვეყნების თარიღი
1999-12-01
სარეგისტრაციო კოდი
040.012.003.964
„საქართველოს სააღსრულებო სამსახურის დროებით დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი                 040.012.003.964

საქართველოს იუსტიციის  მინისტრის

ბრძანება №328

1999 წლის 26 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს სააღსრულებო სამსახურის დროებით დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

"სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

შევიდეს ცვლილება საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 14 მაისის №143 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს სააღსრულებო სამსახურის დროებით დებულებაში და დებულების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4

სამსახურს აქვს ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი დასახელებით, საკუთარი სიმბოლიკა (სამკერდე ნიშანი და ემბლემა), რომელსაც ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი".

ჯ. ხეცურიანი

კრებსითი — სრული ვერსია