სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.008.003.948
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №180/1999
1999 წლის 5 ნოემბერი
ქ. თბილისი
№20 რუსთავის საარჩევნო ოლქის №24 საარჩევნო უბანში მაჟორიტარული არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის შესახებ
„საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 54-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად,
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
ბათილად იქნეს ცნობილი მაჟორიტარული არჩევნების შედეგები №20 რუსთავის საარჩევნო ოლქის №24 საარჩევნო უბანში.
კომისიის თავმჯდომარე ჯუმბერ ლომინაძე