,,საქართველოს მთავრობის კანცელარიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 3 მარტის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
56
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2009-03-24
გამოქვეყნების თარიღი
2009-03-27
სარეგისტრაციო კოდი
0000.00.00.000000
,,საქართველოს მთავრობის კანცელარიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 3 მარტის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №56

2009 წლის 24 მარტი

ქ. თბილისი

,,საქართველოს მთავრობის კანცელარიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 3 მარტის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად ,,საქართველოს მთავრობის კანცელარიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 3 მარტის №2 დადგენილებით (სსმ III, 2004 წ., №31, მუხლი 257) დამტკიცებული საქართველოს მთავრობის კანცელარიის დებულების მე-3 მუხლში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,1. საქართველოს მთავრობის კანცელარიის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატი;

ბ) იურიდიული დეპარტამენტი;

გ) საორგანიზაციო დეპარტამენტი;

დ) საკადრო საკითხთა დეპარტამენტი;

ე) საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტი;

ვ) საქმისწარმოების დეპარტამენტი;

ზ) საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი;

თ) სოციალურ-ეკონომიკური რეფორმების დეპარტამენტი;

ი) მმართველობისა და ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველთა ჯგუფი (სამსახური);

კ) საგარეო ურთიერთობათა საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველთა ჯგუფი (სამსახური);

ლ) საპარლამენტო მდივნის სამსახური;

მ) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. მთავრობის კანცელარიის სტრუქტურული მოწყობის თაობაზე წინადადებებს ამზადებს მთავრობის კანცელარიის უფროსი და წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს შესაბამისი გადაწყვეტილების დადგენილი წესით მიღების მიზნით.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი    ნ. გილაური

 

კრებსითი — სრული ვერსია