„1999 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიების (ბლოკების) და დამოუკიდებელი კანდიდატების პროგრამებისა და პლატფორმების გამოქვეყნების შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პარლამენტის და პარლამენტთან არსებული საბჭოს კოლეგიისა და კომისიის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
109/1999
მიმღები ორგანო
ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი
1999-10-04
გამოქვეყნების თარიღი
1999-10-06
სარეგისტრაციო კოდი
010.008.003.886
„1999 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიების (ბლოკების) და დამოუკიდებელი კანდიდატების პროგრამებისა და პლატფორმების გამოქვეყნების შესახებ“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.008.003.886

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო

კომისიის დადგენილება №109/1999

1999 წლის 4 ოქტომბერი

ქ. თბილისი

1999 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიების (ბლოკების) და დამოუკიდებელი კანდიდატების პროგრამებისა და პლატფორმების გამოქვეყნების შესახებ

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

1. ცენტრალურ საინფორმაციო საშუალებებში 1999 წლის 6 ოქტომბრამდე გამოქვეყნდეს არჩევნებში მონაწილე პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების პროგრამა და პლატფორმა.

2. დამოუკიდებელი კანდიდატების ბიოგრაფიული მონაცემები და წინაასარჩევნო პროგრამის გამოქვეყნება მოხდეს ადგილობრივი ინფორმაციის საშუალებებით.

3. საარჩევნო პროგრამისა და პლატფორმის ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 500 სიტყვას.

კომისიის თავმჯდომარე ჯ. ლომინაძე

კრებსითი — სრული ვერსია