„სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 1999 წლის 31 მარტის №1-3/153 ბრძანებით დამტკიცებულ „სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
სახელმწიფო მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
1-3/582
მიმღები ორგანო
სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო
მიღების თარიღი
1999-09-06
გამოქვეყნების თარიღი
1999-09-16
სარეგისტრაციო კოდი
020.012.003.830
„სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 1999 წლის 31 მარტის №1-3/153 ბრძანებით დამტკიცებულ „სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი                  020.012.003.830    

საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო

ბრძანება №1-3/582

1999 წლის  6 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1999 წ. 31 მარტის №1-3/153 ბრძანებით დამტკიცებულ "სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ" დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

 

ვბრძანებ:

1. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს №1-3/153 ბრძანებით დამტკიცებულ "სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ" დებულების მე-2 მუხლის 1-ელ პუნქტს დაემატოს შემდეგი სახის ვ) ქვეპუნქტი:

„ვ) კონკრეტული პირდაპირი მიყიდვის წესით პრივატიზების შემთხვევაში "ბე"-ს გადახდის ქვითარს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს საანგარიშსწორებო ანგარიშზე ან შუამავალი ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე.“.

2. დაევალოს სამინისტროს:

ა) იურიდიულ დეპარტამენტს უზრუნველყოს ამ ბრძანების საქართველოს იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაცია დადგენილი წესის შესაბამისად.

ბ) ტერიტორიულ ორგანოებთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტს ამ ბრძანების საქართველოს იუსტიციის სამინისტროში რეგისიტრაციის შემდეგ გაზეთებში "საკანონმდებლო მაცნე" და "მესაკუთრეში" გამოქვეყნება.

3. ეს ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

4. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის პირველ მოადგილეს ქალბატონ ირმა ქავთარაძეს.

მ. უკლება

 

 

კრებსითი — სრული ვერსია