„საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1997 წლის №1 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში „საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში შეტანისა და მათთვის სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდის მინიჭების თაობაზე“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
სახელმწიფო მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
261
მიმღები ორგანო
იუსტიციის სამინისტრო
მიღების თარიღი
1999-09-02
გამოქვეყნების თარიღი
1999-09-10
სარეგისტრაციო კოდი
010.012.003.808
„საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1997 წლის №1 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში „საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში შეტანისა და მათთვის სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდის მინიჭების თაობაზე“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №261

1999 წლის 2 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1997 წლის №1 ბრძანების დამტკიცებულ დებულებაში „საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში შეტანისა და მათთვის სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდის მინიჭების თაობაზე“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ “

საქართველოს „ნორმატიული აქტების შესახებ“ 1996 წლის 29 ოქტომბრის კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში მიმდინარე კანონმდებლობით გათვალისწინებული ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1997 წლის 28 თებერვლის №1 ბრძანებაში „საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში შეტანისა და მათთვის სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდის მინიჭების დებულების დამტკიცების თაობაზე“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის მიზნით ვბრძანებ:

დებულების მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 11.

ნორმატიული აქტი, რომლის მოცულობაც ორ ან მეტ გვერდს შეადგენს უნდა იყოს აკინძული და შესაბამისი ბეჭდით დამოწმებული. ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ იგი ასევე უნდა იყოს დამოწმებული იუსტიციის სამინისტროს კანონმდებლობის დეპარტამენტის მიერ სათანადო წესით“.

დებულების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „თ“ ქვეპუნქტში სიტყვის „პარლამენტის“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „და პარლამენტთან არსებული საბჭოს კოლეგიისა და კომისიის“;

ბ) „კ“ ქვეპუნქტში სიტყვები „ნორმატიული აქტი“ შეიცვალოს სიტყვებით „თავმჯდომარის ბრძანება“;

გ) „ნ“ ქვეპუნქტში სიტყვის “ბრძანება” შემდეგ დაემატოს სიტყვები: „და ეროვნული კომისიის დადგენილება“;

დ) „ტ“ ქვეპუნქტში სიტყვის „ორგანოს“ შემდეგ ჩაემატოს „დადგენილება და“;

 

მინისტრი                                            ჯ. ხეცურიანი

 

კრებსითი — სრული ვერსია